END.

2009 July 23
by kurrdt

გადავწყვიტე ამ ბლოგზე აღარაფერი დავწერო, სჯობს ისეთი მქონდეს რომელიც არავის ეცოდინება. საერთოდ ეს რატომ გავაკეთე არ ვიცი, თან რაღაცეების წაშლა მინდა, მაგრამ ახლა მეზარება :/
მადლობა თუ ვინმე კითხულობდა ( მაქს. 3 კაცი იქნებოდა ასეთი ალბათ =)) ) , ქალბატონ X-საც დიდი მადლობა : )).
მოკლედ END :bis:
2

P.S. და ბოლოს, როგორც ლეგენდარულმა ტონიმ თქვა – ,,You can never leave your kids and You can never have the woman you’re in love with” – Tony Wilson

R.I.P. !

Suicide rate

2009 July 23
by kurrdt

თვითმკვლელობის სტატისტიკა : ))
სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან განსხვავებულ სურათს ველოდი. პირველი ათეული ხო საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა. მოკლედ ამას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ რაღაცის დაწერა მინდოდა და ეს სტატისტიკა შემრჩა ,,ხელში” : ))
მოკლედ ქალბატონებო და ბატონებო , პირველი ათეული გამოიყურება ასე :
1 Lithuania 38,6(Suicides/100.000)
2 Belarus 35,1(Suicides/100.000)
3 Russia 34,3(Suicides/100.000)
4 Kazakhstan 29,2(Suicides/100.000)
5 Slovenia 28,1(Suicides/100.000)
6 Hungary 27,7(Suicides/100.000)
7 Guyana 27,2(Suicides/100.000)
8 Latvia 24,3(Suicides/100.000)
9 Japan 24,0(Suicides/100.000)
10 Ukraine 23,8(Suicides/100.000)

1

W.H.O. ( ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია) ქვეყნებს ორ ჯგუფად(მაგიდად) ჰყოფს A Table & B Table, პირველი შედარებით პასიური , მეორე შედარებით აქტიურია. ჩვენი ,,ლამაზი” და ,,მზიანი” ქვეყნის ადგილმაც დამაინტერესა, მაჩვენებლი არც თუ ისე მაღალია ( 3,4 მამაკაცი, 2.1 ქალი – საშუალოდ 2,7 – 2001 წლის მონაცემებით) , მაგრამ მაინც მეორე მაგიდაში ვართ მოკალათებულები. ამგვარი სტატისტიკის პოვნა ჩვენზე გამიჭირდა, ერთადერთი ის ვნახე რომ 90 იან წლებში იყო თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ( არც არის გასაკვირი.)
4
ესეც რუკა : )

პ.ს. ჰმ, ტაჯიკისტანს, პანამას და ურუგვაის უნდა გავასწროთ =))

=)

2009 July 18
by kurrdt

Touch your thighs, I’m the lonely one
Remember that last sweat ’cause that was the right one
Oh, all your mysteries are moving in the sun
And show some love and respect
Wanna get some love and respect
Baby you can see that the gazing eye won’t lie
Don’t give up your lover tonight
Cause it’s just you, me and this WIRE, alright
Let’s tend to the engine tonight now

She found a lonely sound
She keeps on waiting for time out there
Oh love, can you love me babe?
Love, is this loving babe?
Is time turning around?

Feast your eyes, I’m the only one
Control me, console me
Cause that’s just how it should be done
Oh, all your history’s like fire from a busted gun

I show some love and respect
Upon a better life of regret

But baby you can see that the gazing eye won’t lie
Don’t give up your lover tonight now

She found a lonely sound
She keeps on waiting for time out there
Oh love, can you love me babe?
Love, is this loving babe?
Is time turning around?

We steps into the bedroom
Babe, you know me, this is alright
Holdings, we’ll make soon
Will sustain us through the night
Inside my bedroom, lady
Touch me, oh tonight
Poses we’ll make soon
Will reveal our sense of right

You should be in my space
You should be in my life
You should be in my space
You should be in my life
You could be in my space

The trouble is that you’re in love with someone else

1

: )

ელემენტარული ნაწილაკები

2009 July 17
by kurrdt

ჯერ არნახული ეპოქა დგება,
ახალი სიცოცხლე
ახალ ძალებს შეგვძენს
და ჩვენს სხეულს
დაუოკებელი სიხარულის სამოსში ახვევს.
იმას, რასაც წარსული დროის ადამიანები ბუნდოვნად თუ ჭვრეტდნენ

საკუთარ მუსიკაში,
ჩვენ ყოველდღიურ სინამდვილედ ვაქცევთ.
ის, რაც მათთვის მიუწვდომელი იდეალი იყო,
ჩვენთვის ადვილად მისაწვდომი გახდა.
და მაინც, ჩვენ არ გვძულს ისინი,
რადგან კარგად გვესმის, რაოდენ დავალებული ვართ მათი
ოცნებისგან,
კარგად ვუწყით, რომ არარაობანი ვიქნებოდით, მათი ისტორიის
ვარამი და სიხარული ერთურთს რომ არ გადაჯაჭვოდა.
კარგად ვიცით, რომ საკუთარ არსებაში ჩვენს ხატებას ატარებდნენ, როს
განიცდიდნენ სიძულვილსა და შიშს, როს ერთურთს ეხლებოდნენ
სიბნელეში და რუდუნებით ქმნიდნენ საკუთარ ისტორიას.
კარგად გვესმის, რომ ისინი ვერ იარსებებდნენ, არსებობაზე
ოცნებასაც ვერ შეძლებდნენ, რომ არა ის იმედი, რომელსაც გულის
სიღრმეში ატარებდნენ.

მათი არსებობა ოცნების გარეშე წარმოუდგენელია.

ამჟამად, როს ნათელში გვიხდება ცხოვრება,
და შუქი ხელის ერთ გაწვდენაზეა
როს სინათლე ეღვრება სხეულს,
რათა შესუდროს ელვარე ნათებით,
ახლა, ასე ახლოს რომ მივედით მდინარესთან
დაუსრულებელ შუადღისას,
და ესოდენ ათრთოლდა ჩვენი სხეულის ირგვლივ
შემოკრებილი ნათელი,
ახლა, როდესაც გზის ბოლოში გავედით
და უკან მოვიტოვეთ დაშორიშორებული ადამიანთა სამყარო,
გაცნობიერებული სამყარო განშორებისა,
რათა განვიბანოთ უძრავ და ნოყიერ სიხარულში
ახალი კანონისა
დღეს!,
პირველად!,
ჩვენ ძალგვძიმს გარდასული მეფობის სულთარძოლა.

Stay here, Stay always here.

One more day off

2009 July 11
by kurrdt

And so I’m here now, I used to be there
It was before that I was unhappy
Now I’m just numb…
And now I can’t leave
I just sit in my room
With only cigarettes to kill my time
I’ll be fine, I’ll be alright
One more day off my life
On more niche to chisel in the wall
I won’t fall
I’ll keep on breathing in spite of you
Like love was something I never knew
And you can spite me too
Cause I don’t wanna see nobody
I don’t wanna hear nobody
I don’t wanna take nobody home with me tonight
You think it’s funny, I have nobody
Somebody to hold my crummy hand
I’m alone
No ring ring to infect my phone
Nobody’s calling, no one’s home
Except silence and her lovely lovely tone
I swear I’m alone
I’ll just sit here in my hotel room
I’ll just sit here in my rented tomb
I’ll just sit, enjoy the view
I’ll just sit and watch the world go

1

ერთი ამბავი

2009 July 10
by kurrdt

ციფრებს, ასოებს არანაირი დატვირთვა არ აქვს.

პირველი თვე.
კვირაც პირველი :

She – ჯერ შენ
მერეც შენ
ახლაც შენ
ცოტახსნის მერეც შენ
სულ შენ

კვირა II

She – ჯერ შენ
მერე X
მერე ისევ შენ
ახლაც შენ
ცოტახნის მერეც შენ
სულ შენ

კვირა III
She – ჯერ შენ
მერე X
მერე Y
მერე A
მერე Z
უი კინაღამ დამავიწყდი, ახლაც შენ, ხო კაი სულ შენ.

კვირა IV
She:
ჯერ X
მერე Y
მერე A
მერე B
მერე Z
მერე V
მერე Q
მერე J
უი შენც ჰო.

ბოლო კვირა :
She- ჯერ ყველაფერი,
მერე ისევ Q
X
Z
T
H
S
D
Q
გამონაკლისია ერთადერთი, შენ აღარ -*.

2

რატომ ეცვლებათ ადამიანებს წამში ათასჯერ გრძნობები, არ ვიცი. არც ის ვიცი, რატომ არ გვესმის ადამიანებს ერთმანეთის. ეს ყველაფერი რატომ ვიბოდიალე არაფხიზელ მდგომარეობაში არც ეგ ვიცი, არა ეგ ვიცი , მაგრამ …. Anyway, მადლობა გიოს ეს რომ ჩაიწერა და რომ გადმომცა : D
Words are blunt instruments.
* * *
1

* * *
This is the End.

I <3 SK8

2009 July 7
by kurrdt

საშინლად მან@&&@*@რ უნ&@(@დი დღეა, თან საქმეც არაფერი მაქვს, ყველა გეგმა ჩაიშალა რაც დღეისთვის მქონდა და ა.შ. : /
ჰოდა, მივადექი SK8 ონლაინ მაღაზიებს. უამრავი რაღაც მომეწონა.

My Favs:

1

2

5

Bonus:
5
: D
ეჰ.

პ.ს. ასეთი Sk8 + BristOl

წიგნები,ბიბლეოთეკა…

2009 June 29
by kurrdt

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ, ვერანაირი ბედნიერება ვერ იქნება სრულყოფილი წიგნების გარეშე, დიახ ბატონებო და ქალბატონებო ჩვეულებრივი ან არაჩვეულებრივი წიგნების გარეშე.
ბიბლეოთეკების სურათებს ვათვალიერებდი და ისევ გამახსენნა თავი ბავშვობის ყველაზე ,,საშინელმა” ოცნებამ , რომელიც ძალიან დიდი ბიბლეოთეკას უკავშირდებოდა. სულ მინდოდა მქონოდა საკუთარი დიდი ძალიან დიდი ბიბლიოთეკა, სადაც ყველა საყვარელი წიგნი მექნებოდა და დრო და დრო სხვადასხვა საინტერესო ნამუშევრებს შევმატებდი. ღმერთმანი, რა ადვილია ერთის მხრივ, არადა 5
აი სურათები,რომლებმაც 5
6
6
7
8
57
Etc…
პ.ს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა არნახულად მაგარი იქნებოდა ასეთი რაღაც, ბრისტოლში, ლონდონში, კოპენჰაგენში, სიეტლში და ა.შ.

5

Cuban Missile Crisis

2009 June 27
by kurrdt

1
ყველაფერი 1959 წელს დაიწყო, როცა აშშ-მ იტალიაში 30, ხოლო თურქეთში 15 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური ბირთვული რაკეტა განალაგა. მათი სავარაუდო სამიზნე (სიტუაციის გამწვევების შემთხვევაში) სსრკ-ის სამხრეთი რეგიონები იყო. 1962 წლის აპრილში თურქეთში განლაგებული ამერიკული ბალისტიკური რაკეტები(,,თორი” და იუპიტერი”) საბრძოლა მდგომარეობაში იქნა მოყვანილი. სსრკ-მა ეს ქმედება მიიღო როგორც მისი უშიშროების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება და საპასუხო გადაწყვეტილებების გადადგმა დაიწყო.
2
ეს Jupiter IRBM.
მიზეზები მრავალია და დღემდე მიდის ამ ყველაფრის განხილვა. ალბათ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ წითელი საფრთხე რომელიც ერთნაირად აშინებდა,როგორც ევროპას, ისე აშშ-ს უნდა შეჩერებულიყო,მაგრამ აქაც აშშ-ის ყველაზე დიდი საზრუნავად რჩებოდა ლათინური ამერიკა და მითუმეტეს კუბა. გასათვალისწინებელია ისიც , რომ 1961 წელს C.I.A.-ს მიერ დაგეგმილი ოპერაცია Mongoose(მანამდეც სცადეს იმავე წელს კუბის პრობლემების მოგვარება, როდესაც დესანტი გადასხეს კოჩინოსის (ანუ ,,ღორის” ყურეში, თუმცა ესეც წარუმატებელი აღმოჩნდა და კენედის იმიჯიც მნიშვნელოვნად შელახა, ამ ყველაფრის გამოსასწორებლად ზემოთ ხსენებული ოპერაცია ,,მანგუსი” ჩატარდა) , რომელიც მიზნად ისახავდა ფიდელ კასტროს რეჟიმის დამხობას, კუბაში ეკონომიკურ დესტაბილიზაციას და უკიდურეს შემთხვევაში კასტროს მკვლელობას. როგორ არ ვიცი, მაგრამ კასტრომ შეიტყო ამ ოპერაციის შესახებ და რადიკალურად შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი. მან აშშ მტრად ცნო და მის უპირველეს მიზნად სოციალიზმის აშენება გამოაცხადა და დახმარება სსრკ-ს სთხოვა. აშშ-ისთვის კუბა N1 პრობლემა გახდა.
3
ოპერაცია ,,მანგუსი”.
ამ ყველაფრის შემდეგ კუბა კომუნიზმის ერთადერთი საყრდენი იყო დასავლეთ ნახევარსფეროში, ამიტომ საბჭოთა კავშირის ხელისფულება ძალიან დაინტერესებული იყო მისი შენარჩუნებით, თან მათ კარგად ესმოდათ რომ ეს ყველაფერი კარგად შეიძლებოდა გამოეყენებინათ თეთრი სახლის მიერ წარმოებული პოლიტიკის წინააღმდეგ. მოკლედ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო სსრკ-მ. 1962 წელს ფიდელ კასტროს თანხმობით დაიწყო სპეც.ოპერაცია ,,ანადირი”.
ოპერაცია ,,ანადირი”-ს დროს 80 საშუალო სიშორის და 12 ახლო სიშორის საბჭოთა ბირთვული რაკეტა საიდუმლოდ განლაგდა კუნძულ კუბაზე. ასევე 40 000 სამხედრო მოსამსახურე გაიწვიეს სსრკ-დან კუბაში. შემდგომში მიზეზად დასახელდა ის რომ აშშ-მა საფრთხე შეუქმნა სსრკ-ის უსაფრთხოებას, სინამდვილეში კი იმ სტრატეგიული წონასწორობის აღდგენა იყო,რომელიც შტატებმა დაარღვია იტალიასა და თურქეთში.
2
ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, პირიქით ეს აღმოჩნდა დასაწყისი შემდგომი მოვლენების.
1962 წლის აგვისტოში ცსს-ის აგენტებმა აღმოაჩინეს მზვერავი თვითმფრინავის უ2-ის საშუალებით საბჭოური რაკეტების სასტარტო ნაგებობები კუბაზე, პროვინცია პინარ დელ რიოში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ცსს-ს ნება მისცა შემდგომი საიდუმლო საჰაერო ფოტო გადაღებები დაეწყოთ მზვერავი თვითმფრინავის გამოყენებით. ფოტოგადაღებებმა დაადასტურა საბჭოთა ატომური(სს-4-ის ტიპის) რაკეტების არსებობა,რომლებსაც შეეძლო ვაშინგტონამდე მიღწევა.
,,მომდევნო ფოტო გადაღებებმა დაადასტურა კუბაზე მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 32 რაკეტის ( სს-4 და სს-5) არსებობა, რომელთა ფრენის რადიუსი მაქსიმუმ 4,500 კმ. იყო. ამ რაკეტებს შეეძლოთ ამერიკის ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ცენტრების და ვაშინგტონის დაბომბვა. თავდასხმის შემთხვევაში ამერიკელებს რეაქციისათვის მხოლოდ და მხოლოდ 5 წუთი ჰქონდათ. გარდა ამისა, კუბაზე სსრკ-მა განათავსა ,,ილ-28” ტიპის ბომბდამშენი თვითმფრინავები.”
4 5
ეს კი ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ნამუშევარი.
მოკლედ დაიწყო კარიბის კრიზისი და თეთრმა სახლმა დაიწყო გასამოვლის ძიება შექმნილი მდგომარეობიდან. 16 ოქტომბერს კენედიმ მოიწვია ე.წ. ექსკომი, რომელზეც განხილულ იქნა კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა გზები.
სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ყველა კარგად ხვდებოდა სწრაფი გამოსავლის მნიშვნელობას. თეთრ სახლში თათბირების დროს გამოიკვეთა კუბის პრობლემის მოგვარების რამდენიმე გეგმა.
1) ზოგიერთი ექსპერტი ურჩევდა პრეზიდენტს, რომ რაკეტები აუცილებლად საჰაერო დაბომბვით უნდა განადგურებულიყო. – ეს გეგმა არ მოიწონეს,რადგან ძალიან სარისკო იყო. საფრთხე ემუქრებოდა საბჭოელ 40 000 სამხედრო მოსამსახურეს, რაც საბჭოთა კავშირთა ომის ტოლფასი იყო. ასევე მოგვიანებით, სამხედრო გათვლებმა აჩვენა რომ შეუძლებელი იქნებოდა საჰაერო დაბომბვით საბჭოთა რაკეტების მთლიანად განადგურება. ეს კი ოპერაციის ჩავარდნის ტოლფასი იქნებოდა ( თუმცა თეთრ სახლში ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ კუბაზე ბირთვული იარაღიც იყო განლაგებული)

2) მეორე გეგმის თანახმად, უნდა დაწყებულიყო სსრკ-სთან მოლაპარაკება. ეს წინადადებაც მიუღებლად ჩაითვალა, რადგან მოლაპრაკება გაჭიანურდება, რაც მოსკოვს დროის მოგების და რაკეტების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის საშუალებას მისცემდა. ამასთან შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირს მოეთხოვა თურქეთიდან აშშ-ს რაკეტების გატანა ან გუანტანამოს სამხედრო ბაზის ნაწილობრივი ან სრული განიარაღება.

3) მესამე გეგმა იყო კუბის საზღვაო ბლოკადა. კუბაზე საზღვაო მისასვლელი ისე უნდა გადაკელიყო, რომ საბჭოთა გემებს ვერ მოეხერხებინათ სამხედრო რესურსის შეტანა კუბაზე. ეს გეგმა არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მაგრამ ის ნაკლებად რისკიანი იყო და მოწონებული იქნა პრეზიდენტის მიერ. თან ამას ემატებოდა დამატებითი გარემოება, რომ თუ გეგმა არ გაამართლებდა სამხედრო საჰაერო შეტევის დაწყება შემდგომშიც შეეძლებოდა ა.შ.შ.ს.
5 76
ეს თეთრი სახლი კარიბის კრიზისის დღეებში. თათბირი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
18 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო შეხვდა პრეზიდენტ კენედის. ამ შეხვედრაზე მან უარყო კუბაზე საბჭოთა ატომური რაკეტების არსებობის ფაქტი(სსრკ-ს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტი ფლობდა ინფორმაციას+ფოტოებს და უარყოფას განაგრძობდნენ მთელი მოლაპარაკების პროცესის დროს) და მოითხოვა დასავლეთ ბერლინის დემილიტარიზაცია. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილება რაკეტებთან დაკავშირებით, იმით იყო გამოწვეული, რომ მათ სურდათ უკეთესი პოზიცია ჰქონოდათ ბერლინის გარშემო მიმდინარე დიპლომატიურ ომში.
6
შეხვედრის შემდეგ მდგომარეობა არ გამოსწორებულა, პირიქით 22 ოქტომბერს დაძაბულობის ზენიტში აღმოჩნდა არამარტო დაპირისპირებული მხარეები, არამედ მთელი მსოფლიო. აშშ სამხედრო შეირაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ. 1100 საბრძოლო თვითმფრინავი, 180 000 ჯარისკაცი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების 200-მდე გემზე განთავსდა. მრავალმა ამერიკელმა დატოვა დიდი ქალაქები. მსოფლიო რეალურად აღმოჩნდა ბირთვული ომის წინაშე.
6
24 ოქტომბერს პრეზიდენტმა კენედიმ განცხადება გააკეთა, რომ აშშ არ დაუშვებდა თავისი საზღვრების სიახლოვეს საბჭოთა ბირთვული რაკეტების არსებობას და მოუწოდა ხრუშჩოვს გაეტანა კუბიდან ატომური რაკეტები. საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა კუბის საზღვაო ბლოკადა.
7
არც ერთი მხარე არ აპირებდა დათმობებზე წასვლას , ამას ემატებოდა ისიც რომ საბჭოთა ფლოტმა გააგრძელა სვლა კუბისკენ, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხოლოდ ბოლო მომენტში, როდესაც შეჯახება გარდაუვალი ჩანდა და მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდა III მსოფლიო ომის შესაძლო დასაწყისს, საბჭოთა გემები უკან გაბრუნდნენ.
78
კრიზისი ამით არ დასრულებულა. კენედიმ ხრუშჩოვისგან მიიღო 2 წერილი. პირველი ზოგადი შინაარსის იყო, ხოლო მეორე წერილში ნიკიტა სთავაზობდა შტატებს კუბიდან რაკეტების სანაცვლოდ, თურქეთიდან გაეტანა ამერიკას თავისი ბალისტიკური რაკეტები.
აქვე დავწერ იმ წერილს, რომელიც ხრუშჩოვმა მიწერა კენედის.
,, თქვენ გსურთ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება, ეს გასაგებია. ყველა ქვეყანას სურს უსაფრთხოდ ყოფნა. მაგრამ როგორ შევაფასოთ თქვენი მოქმედება, როდესაც საბჭოთა კავშირი გარშემორტყმულია ამერიკული სამხედრო ბაზებით. თქვენი რაკეტები განლაგებულია ინგლისში, იტალიაში, თურქეთში და ჩვენზეა დამიზნებული.თქვენ აცხადებთ რომ, გაშფოთებთ კუბა რომელიც 90 მილით არის დაშორებული ამერიკის სანიპიროდან,კი მაგრამ თურქეთი ჩვენი მეზობელია, ჩვენი მესაზღვრეები ერთმანეთს უყურებენ. ანუ გამოდის რომ თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლება რომ მოითხოვოთ რაკეტების გატანა და ჩვენ ამ უფლებას გვართმევთ?
ამიტომ გთავაზობთ – კუბიდან გავიტანოთ როგორც თქვენ უწოდებთ, შეტევითი საშუალებების გატანას და ავიღებთ ამის შესახებ ვალდებულებას გაეროს წინაშე, თქვენი მხრივ უნდა გაკეთდეს განცხადება , რომ თურქეთიდან დაიწყება ანალოგიური საშუალებების გატანა. მოდით შევთანხმდეთ ვადებზე. ამის შემდეგ გაეროს მიეცემა საშუალება ადგილზე გააკონტროლოს ვალდებულებათა შესრულების პროცესი”
- ნიკიტა ხრუშჩოვის მიმართვა ჯონ კენედის 1962 წლის 27 ოქტომბერი.
99
ჯონ კენედიმ ოფიციალურ გამოსვლაში ამ წინადადებას არ გასცა პასუხი, რადგან თეთრი სახლისთვის მიუღებელი იყო დათმობაზე წასვლა. თუმცა ბობ კენედი ( აშშ-ს იუსტიციის მინისტრი) შეხვდა საბჭოთა კავშირის ელჩს და განუცხადა რომ , თუ სსრკ დაიწყებდა ბაზების გაყვანას კუბიდან, აშშ-ც პარალელურად დაიწყებდა რაკეტების გატანის პროცესს თურქეთიდან.
4 ეს კი ბობ კენედი.
28 ოქტომბერს საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა მიეღო ამერიკის შემოთავაზება, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ფიდელ კასტრო.
-
ეს კი კენედის პასუხი ნიკიტა ხრუშჩოვს.
,,მივესალმები თავჯდომარე ხრუშჩოვის სახელმწიფოებრივად ბრძნულ გადაწყვეტილებას: შეაჩეროს კუბაში სარაკეტო ბაზების მშენებლობა, მოახდინოს დემონტაჟი და გაეროს მეთვალყურეობით დააბრუნოს საბჭოთა კავშირში. ეს კი მნიშვნელოვანი და საკმაოდ კონსტრუქციული გადაწყვეტილებაა მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. გულწრფელად მჯერა რომ კუბის კრიზისის შემდეგ, მსოფლიოს მთავრობები და მათი ლიდერები ყურადღებას მიაქცევენ გამალებულ შეიარაღების შეწყვეტის და საერთაშორისო დაძაბულობის შემცირების აუცილებლობას. ეს შეეხება როგორც ნატოს ისე ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს, ასევე დედამიწის სხვა რეგიონებსაც, სადაც დაძაბულობას მოაქვს რესურსების უნაყოფო ფლანგვა და საომარი იარაღის შექმნა” – ჯონ კენედის პასუხი ნიკიტა ხრუშჩოვს (1962 წლის 28 ოქტომბერი)
8
ამით დასრულდა კარიბის კრიზისი. მსოფლიო დაზაფრული იყო, ვერავინ ვერ ბედავდა ამ თემაზე მსჯელობას, რომელიმე მხარის კრიტიკას. ორივე სუპერსახელმწიფო მიხვდა, რომ გადასახედი იყო სტრატეგია, რათა ურთიერთობა მომავალში არ გამწვავებულიყო. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებების ეპოქა. 20 ნოემბრისთვის როდესაც სრულად დამთავრდა ბაზების გაყვანა, აშშ-მ მოუხსნა საზღვაო ბლოკადა კუბას. კრიზისის შემდეგ თეთრ სახლსა და კრემლს შორის პირდაპირი სატელეფონო კავშირი დამყარდა.
9
ამ საკითხზე მსჯელობა და იმაზე კამათი თუ რატომ განვითარდა მოვლენები ასე დიდხანს მიდიოდა. პასუხის გაცემა მთავრობის პირებმაც სცადეს, აი ერთ-ერთი მაგალითი :
,, კარიბის კრიზისი გამოწვია ინფორმაციის არასანდოობამ და არასწორმა ანალიზმა. 1) საბჭოთა და კუბის მთავრობების ეჭვები აშშ არმიის უმოკლესს ვადებში კუბაში შეჭრის შესახებ, რაც არ იყო მართებული. ორი ოპერაციის შემდეგ კენედის ადმინისტრაციას არ ჰქონია მსგავსი განზრახვა. 2) ოქტომბერში, როდესაც საბჭოთა ბირთვული ქობინები არათუ იმყოფებოდნენ კუბაზე, არამედ კრიზისის განსაკუთრებით გამწვავებისას ისინი უკვე საცავიდან გამოიტანეს, ამაზე ზუსტი ინფორმაცია ცსს-საც არ ჰქონდა, ამას ემატებოდა ის გარემოება რომ საბჭოთა კავშირი კატეგორიულად უარყოფდა ყველანაირ ასეთ ფაქტს. 3) საბჭოთა კავშირი დარწმუნებული იყო, რომ კუბაზე ბირთვული იარაღის ფარულად შეტანა შეიძლებოდა, თუ აშშ ამის შესახებ გაიგებდა მას არანაირი რეაქცია არ ექნებოდა. 4) ცსს-ს ინფორმაციით 10 000 საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, სინამდვილეში მათი რიცხვი 40 000 იყო.” -რობერტ მაკნამარა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი.
0
რაც არ უნდა იყოს, 1962 წლის კუბის კრიზისი იყო დაძაბულობის პიკი და გარდატეხის წერტილი ცივი ომის ისტორიაში. ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როდესაც ორივე სახელმწიფო – აშშ და სსრკ ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. ატომური ომის საფრთხე ასეთი რეალური არასოდეს არ ყოფილა.
0

Atmosphere…

2009 June 24
by kurrdt

Walk in silence,
Dont walk away, in silence.
See the danger,
Always danger,
Endless talking,
Life rebuilding,
Dont walk away.

Walk in silence,
Dont turn away, in silence.
Your confusion,
My illusion,
Worn like a mask of self-hate,
Confronts and then dies.
Dont walk away.

4

the end?!
: )